ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შესაჩერებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
"მოვუწოდებთ არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღონ პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა შეაჩერონ დანაშაულები და ხოცვა-ჟლეტა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.
მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.