logo_geo
eng_logo
„ცაჰალის“ ოფიციალური წარმომადგენელი: ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრა არ არის
- +

28 ოქტომბერი. 2023. 00:25

„ცაჰალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ ლერნერმა ტელეკომპანია ABC News-თან საუბარში უარყო, რომ ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრაა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Arutz Sheva ავრცელებს.

 

 

მისი თქმით, ისრაელის ძალები იწყებენ უფრო შეზღუდულ შეჭრას.

 

 

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

 

 

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner