ირანში, ისფაჰანის პროვინციაში სახმელეთო ჯარების მასშტაბური ორდღიანი წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
წვრთნების პირველ დღეს სახმელეთო ჯარებმა Shafaq-ის, Almas-ისა და Dehlaviyeh-ის ტიპის რაკეტებით 8-20 კილომეტრში მდებარე სამიზნეები გაანადგურეს.
საჰაერო ძალების მეთაურის, იუსეფ ღორბანის განცხადებით, წვრთნებში სამხედრო ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.