logo_geo
eng_logo
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
- +

28 ოქტომბერი. 2023. 00:49

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, "ჰამასი" არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.

 

 

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner