ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზად არის ღაზაში ისრაელის შეჭრისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
"თუ ნეთანიაჰუ [ისრაელის პრემიერ-მინისტრი] ამაღამ ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობა მზად არის", - განაცხადა „ჰამასის“ პოლიტბიუროს მაღალჩინოსანმა, ეზატ ალ-რიშაკიმ.
მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.
მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.