logo_geo
eng_logo
აშშ-ში, მეინის შტატში 18 ადამიანი მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი სამდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
- +

28 ოქტომბერი. 2023. 11:22

აშშ-ში, მეინის შტატში 18 ადამიანი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი სამდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.

 

 

სამართალდამცველების განცხადებით, 40 წლის რობერტ ქარდს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც მან, სავარაუდოდ, თვითონ მიიყენა.

 

 

 

ლიუისტონის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მეინის გუბერნატორმა ჯანეტ მილსმა განაცხადა, რომ რობერტ ქარდის ცხედარი ახლომდებარე ქალაქ ლისბონში იპოვეს.

 

 

ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner