ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგა ლლოიდ ოსტინთან ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია განიხილა. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.
სატელეფონო საუბრის დროს ოსტინმა ხაზი გაუსვა „ცაჰალის“ ოპერაციების დროს სამოქალაქო პირების დაცვისა და ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფოდ მიწოდების აუცილებლობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს.