logo_geo
eng_logo
ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქციების ჩატარებას არ დაუშვებენ
- +

28 ოქტომბერი. 2023. 10:03

ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქციების ჩატარებას არ დაუშვებენ. ისრაეული მედიის ცნობით, პროტესტების მიზეზი ისაა, რომ მთავრობამ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთა ვერ შეძლო.

 

 

პოლიციის განცხადებით, ისინი დაშლიან ასეთ დემონსტრაციას, ვინაიდან საომარი მოქმედებების დროს პოლიტიკურ ან უსაფრთხოების საკითხებზე დემონსტრაციების გამართვა აკრძალულია.

 

 

 

კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან მასობრივი შეკრებები ნებადართულია, თუმცა საომარი მოქმედებების პერიოდში პოლიციას შეუძლია თქვას, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალა არ ჰყავთ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებმა გასული კვირების განმავლობაში არაერთხელ თქვეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებენ, ნეთანიაჰუს ასეთი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მისი თქმით, ომის შემდეგ „ყველას მოუწევს პასუხის გაცემა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner