logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა
- +

28 ოქტომბერი. 2023. 10:44

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ და ჩინეთი ვალდებულები არიან, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ურთიერთობებში არსებულ კონკურენციას და შეინარჩუნონ კავშირის ღია ხაზები.

 

 

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ერთობლივად უნდა იმუშაონ გლობალური პრობლემების გადასაჭრელად“, - აცხადებენ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

 

მანამდე ვან იმ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner