ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში შახტში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 31-ს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
252 თანამშრომლიდან მიწის ზედაპირზე უკვე ამოყვანილია 205 ადამიანი, 18 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„ადგილზე მუშაობენ მაშველები, მოქმედებს საგანგებო შტაბი“, - აცხადებენ შახტის მფლობელ კომპანია ArcelorMittal Temirtau-ში.