logo_geo
eng_logo
მუხიანის აგარაკებზე, სამეგრელოს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

28 ოქტომბერი. 2023. 11:32

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას აგრძელებს. მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, 344 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო. პროექტისთვის დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებამდე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

 

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner