ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“. დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფილბერტ აარონმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.