logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში
- +

28 ოქტომბერი. 2023. 11:42

"საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, უაღრესად დიდია საქართველოს მნიშვნელობა და ეს სასიხარულო ამბავია.

 

 

„პირდაპირ ვიძახი, რომ საქართველო, როგორც მშვიდობისმყოფელი, მნიშვნელოვნად პოზიციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებში და მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სიმშვიდეს, მშვიდობის დამყარებას და ამას ხაზს ვუსვამ. სანდო პარტნიორად რომ აღიქმება საქართველო ყველა სახელმწიფოს მიერ, რომელთანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის არა უბრალოდ დიპლომატიურ, არამედ ზოგადად წარმატებას და გამარჯვებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner