logo_geo
eng_logo
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ,,აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩამოსულ საერთაშორისო მედიას უმასპინძლა
- +

28 ოქტომბერი. 2023. 11:53

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოში უცხოური მედია პრეს-ტურით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება და აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე სხვადასხვა სტატიასა და სიუჟეტს მოამზადებენ.

 

 

,,ქუთაისის აეროპორტი ბევრად ლამაზია და გაცილებით დიდი, ვიდრე 2019 წელს იყო, მაშინ როცა პირველად მოვხვდი ამ აეროპორტში. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეცვლილა. ულამაზესი დიზაინის აეროპორტი გაქვთ,-‘’განაცხადა ამერიკული გამოცემა Forbes-ის ჟურნალისტმა ჟორესა ლეტა ბლაუნტმა აეროპორტის დათვალიერებისას.

 

 

საერთაშორისო ჟურნალისტებს ქუთაისის აეროპორტის დირექტორმა, გაგა სანიკიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ასევე, გააცნო ის სამომავლო სიახლეები, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმავს.

 

 

საერთაშორისო მედიამ პრეს-ტურის ფარგლებში, თბილისი დაათვალიერა, აბრეშუმის ფორუმის გაშუქების შემდეგ კი დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა, გზად გორის ელექტროსადგური მოინახულა, შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ესტუმრა. მოგვიანებით კი ენგურჰესის კაშხალს დაათვალიერებენ, ფოთის პორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან და ბათუმში გადაინაცვლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner