10 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით გამართავს აქციას - „გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში".
სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ცესკოს წარმომადგენლები ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში (pay box) არსებული აპლიკაციის მოხმარების წესს გააცნობენ, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი.