logo_geo
eng_logo
ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელი: მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება
- +

28 ოქტომბერი. 2023. 12:39

ნატოს ბირთვული პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელის, ჯესიკა კოქსის განცხადებით, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ მან „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ (CSIC) გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მოკავშირეემა მხარი დაუჭირეს უკრაინისა და ნატოს დაახლოებას ამ გარდამავალ პერიოდში და აღიარეს, რომ ახლა არ ვიმყოფებით ისეთ ეტაპზე, როდესაც უკრაინას ნატოში გაწევრიანება შეუძლია“, - განაცხადა ჯესიკა კოქსმა.

 

 

მისივე თქმით, კიევსა და ბრიუსელს წინ კიდევ დიდი სამუშაო ელოდება, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ნატოს ვილნიუსის სამიტზე, როდესაც მოკავშირეებმა თქვეს, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) აღარ დასჭირდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner