ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური რატებ აბუ საჰიბანი, რომელმაც 24 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლების ისრაელში ზღვით შეღწევის მცდელობა დაგეგმა.
„ცაჰალმა“ რატებ აბუ საჰიბანის ლიკვიდაციის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.