logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მოცემული რადიკალური ოპოზიცია - მათ ჰქონდათ ერთადერთი მიზანი, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი
- +

28 ოქტომბერი. 2023. 14:28

"რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი ბრიუსელიდან, მით უფრო სასოწარკვეთილებას არის მოცემული ჩვენი რადიკალური ოპოზიცია," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი და დავალება ჰქონდა, რომ ხელი შეეშალა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

 

 

მათ ჰქონდათ ერთადერთი მიზანი და დავალება რომ საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამისთვის უნდა შეეშალათ ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანაირი დესტრუქციული დღის წესრიგი მხოლოდ საკუთარ რიგებში გადაიტანეს, რაც მისასალმებელია. ცხადია, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ის პროგრესი, რომელიც დამსახურებულად მიგვიყვანს ახალ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner