logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი
- +

28 ოქტომბერი. 2023. 14:36

"2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი, "- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

 

 

მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილ კილომეტრებზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

 

 

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა 81 კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჯამში 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 ათასი კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა, ჯამურად 16 ათასი კილომეტრი გზა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner