"სალომე ზურაბიშვილის ინტერესი ყველა საკითხში არის ერთადერთი - ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია," - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, პრეზიდენტის მიერ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონზე ვეტოს დადება.
იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის და რადიკალური ოპოზიციის ინტერესში მართლწესრიგის უზრუნველყოფა არ შედის. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ვინაიდან რადიკალებს წესრიგისთვის ხელის შეშლის რესურსი არ მიეცეთ.
„ვეტოს არ დაადებდა ისეთ კანონის პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენ იყო გამიზნული, მათ შორის, აქციის მონაწილეებისათვის. ეს, ცხადია არც რადიკალური ოპოზიციის და არც პრეზიდენტის ინტერესში არ შედის. შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეული, ვინაიდან რადიკალურ ოპოზიციას, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასდროს ექნებათ რესურსი, ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას.” - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.