logo_geo
eng_logo
სახელმწიფო სტრუქტურები კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან!
- +

9 სექტემბერი. 2016. 22:46



სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ქართული კინოს მხარდაჭერის მიზნით,  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს  ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოაწერა.  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა  და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.   სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს  ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური  ბაზებით  გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს.  მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც.


ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.  თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული კინოცენტრი სამხედრო ნაწილებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებისათვის ფილმების შერჩევასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო გადამღებ ჯგუფებს სამხედრო თემატიკის რეკვიზიტების მიწოდებასა და გადაღებებთან  დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში დახმარებას უწევს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner