logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტზე: ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა და ლანძღვა-გინება - ყველა საშუალებას გამოვიყენებთ სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად
- +

28 ოქტომბერი. 2023. 16:48

"მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაიცვას," - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი გამოეხმაურა.

 

 

არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო არეულობებისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის ემზადებიან. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს“, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner