logo_geo
eng_logo
პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში
- +

28 ოქტომბერი. 2023. 17:29

"ვიმედოვნებ, რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში," - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ახლა ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნით ანგარიშზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

 

 

„ანგარიში გადაეცემა ევროკავშირს რეკომენდაციის სახით. ვიმედოვნებ, რომ ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი. ანგარიში გამოქვეყნდება 8 ნოემბერს და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ის პოზიტიური იქნება“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner