logo_geo
eng_logo
ერდოღანი: ღაზაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტაში მთავარი დამნაშავე დასავლეთია
- +

28 ოქტომბერი. 2023. 19:39

 

 

ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ფონზე პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასობრივ მიტინგს დაესწრო სტამბოლში, რომელიც მისი მმართველი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

 

დემონსტრაციაზე გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლური ძალები არიან „მთავარი დამნაშავეები“ იმაში, რომ ისრაელი დღეს ღაზას უტევს და ხალხი იხოცება. ეს მაშინ, როცა პირველი შეტევა 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ წამოიწყო. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

 

„ღაზაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტის უკან მთავარი დამნაშავე დასავლეთია“, - თქვა ერდოღანმა რამდენიმე ასეულ ათასიან მიტინგზე, რომელიც სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მოეწყო.

 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სამხედრო დამნაშავე ქვეყნად გამოაცხადებს. მან ისრაელს „ოკუპანტი დაჯგუფება“ უწოდა. პალესტინურ მოძრაობა „ჰამასზე“ კი თქვა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner