logo_geo
eng_logo
ერდოღანი: თურქეთი ისრაელს სამხედრო დამნაშავე ქვეყნად გამოაცხადებს
- +

28 ოქტომბერი. 2023. 19:48

 

 

„თურქეთი ისრაელს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სამხედრო დამნაშავე ქვეყნად გამოაცხადებს“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას teletrader.com ავრცელებს.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტში გააკეთა, სადაც პალესტინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ერდოღანმა დაამატა, რომ ისრაელის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადების საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

 

მან ასევე ისრაელს „ოკუპანტი დაჯგუფება“ უწოდა. ასევე ერდოღანი ამბობს, რომ პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner