„ოპოზიცია ასე ხედავს საკითხს: თუ მათთვის არ იქნება ხელსაყრელი რომელიმე გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონკურენციის პროცესში, სხვა შემთხვევაში, თუნდაც ეს იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო, მათთვის ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ ლოგიკით არის გამსჭვავლული დღეს ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა. ოპოზიციისთვისაც ძალიან მძიმეა ეს პასუხისმგებლობა, როდესაც აღმოჩნდები იმ პოლიტიკურ ბანაკში, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იბრძვის. ვიღაცას მართლა არ სურს, რომ თვალში ნაცრის შემყრელად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.