„მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე ვერ ვხსნი, რატომ მისცა ზოგიერთმა ქვეყანამ ხმა ამ რეზოლუციას გაეროში. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან და მხარი დაუჭირა მასში „ჰამასის“ მოხსენიებას. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვხედავთ აშკარა ნაკლებობას ნათელი და მკაფიო დაგმობისა. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ბავშვები ამოჟლიტეს და ზოგიერთი ამ ბარბაროსებს ეძახის თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მათ არომანტიზებს. ბავშვებს კლავდნენ, გოგონებს აუპატიურებდნენ და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია. ეს არის საზიზღარი რეზოლუცია. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობის გარეშე, რომ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს 229 მძევალი. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, "ჰამასი" არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.