“ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს”, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ ტერორიზმზე პასუხის გაცემა შესაძლებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის ძალის გამოყენებით სამიზნეებზე, სადაც ცნობილია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება”, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზას განადგურება გამოიწვევს კატასტროფას მრავალი ათწლეულის განმავლობაში.