ის მსახიობი იყო და არა მომღერალი, მაგრამ მის მსგავსად ვერავინ იმღერებს:
„მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია"...
თენგიზ არჩვაძე უნდა იყო, ასე რომ იმღერო.
ვერც არსაკიძის როლი გიშველის, ვერც მუშნი ზარანდიასი, ილიასიც კი, თუ არ ხარ
პიროვნება,
მოქალაქე,
მამულიშვილი...
***
თუ ნებისმიერი პიროვნების დახასიათება ერთი სიტყვითაც შესაძლებელია, თენგიზ არჩვაძე ამ სიტყვით უნდა შეფასდეს: ღირსეული.
ასეთი იყო ის სცენაზეც და ცხოვრებაშიც.
ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის მაღმერთებელი, ბილწთ არასოდეს შეკვრია ზავით და ურთულეს ეპოქაში, ისე იარა, ტალახის ერთი შხეფიც არ მოსცხებია.
***
საქართველო იყო მისი მთავარი სიყვარული.
საქართველოსაც გულით უყვარდა.
სულ ეყვარება...