logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე თენგიზ არჩვაძეზე: ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის მაღმერთებელი, ბილწთ არასოდეს შეკვრია ზავით და ურთულეს ეპოქაში, ისე იარა, ტალახის ერთი შხეფიც არ მოსცხებია
- +

28 ოქტომბერი. 2023. 23:47

 

 

ის მსახიობი იყო და არა მომღერალი, მაგრამ მის მსგავსად ვერავინ იმღერებს:

 

„მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია"...

 

თენგიზ არჩვაძე უნდა იყო, ასე რომ იმღერო.

 

ვერც არსაკიძის როლი გიშველის, ვერც მუშნი ზარანდიასი, ილიასიც კი, თუ არ ხარ

 

პიროვნება,

 

მოქალაქე,

 

მამულიშვილი...

 

***

თუ ნებისმიერი პიროვნების დახასიათება ერთი სიტყვითაც შესაძლებელია, თენგიზ არჩვაძე ამ სიტყვით უნდა შეფასდეს: ღირსეული.

 

ასეთი იყო ის სცენაზეც და ცხოვრებაშიც.

 

ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის მაღმერთებელი, ბილწთ არასოდეს შეკვრია ზავით და ურთულეს ეპოქაში, ისე იარა, ტალახის ერთი შხეფიც არ მოსცხებია.

 

***

 

საქართველო იყო მისი მთავარი სიყვარული.

 

საქართველოსაც გულით უყვარდა.

 

სულ ეყვარება...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner