მინისტრთა კაბინეტში პატიმრების გაცვლის იდეა განიხილება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით „ჰამასი“ 7 ოქტომბერს გატაცებული ორასზე მეტი ტყვეს სანაცვლოდ ისრაელისგან ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.
მან თქვა, რომ ტყვეების მძევლების გაცვლის იდეა განიხილებოდა ისრაელის ომის კაბინეტში, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა.