სერიალ „Friends“-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „The Los Angeles Times“ წერს.
მათივე ცნობით, მსახიობი „მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა“. მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.
მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „Friends“-ში ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.