logo_geo
eng_logo
მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

29 ოქტომბერი. 2023. 09:28

 

 

სერიალ „Friends“-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, - ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „The Los Angeles Times“ წერს.

 

მათივე ცნობით, მსახიობი „მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა“. მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.

 

მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „Friends“-ში ჩენდლერ ბინგის  როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner