"ქართულმა ოცნების" საპარლამენტო სიაში ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი მოხვდა.
ის საპარლამენტო სიაში 43-ე ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, მანამდე, ჟურნალისტი სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ბოლო პერიოდში კი ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი გახლდათ.