„საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სულ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი ევროპაში ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ამიტომ, მოველით, რომ დიდი ალბათობით, საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ეს დოკუმენტიც, რომელიც ევროკომისიამ დაამტკიცა, არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული დღის წესრიგი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩვენს თანამოქალაქეებს მადლობას ვუხდით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.