logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: წერილი დამოუკიდებელი საქართველოდან...
- +

29 ოქტომბერი. 2023. 15:18

 

 

იმდენი რამ მოხდა ამ კვირაში, რით დამეწყო წერა, ვფიქრობდი...

 

ყველაზე ტრაგიკული კი ის მოხდა, რომ უდიდესი მოღვაწე გამოაკლდა საქართველოს!

მურმან ლებანიძეს თუ დავესესხებით,

„ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი თენგიზ არჩვაძე“ გარდაიცვალა.

 

გარდაიცვალა უდიდესი არტისტი, მაგრამ უმთავრესი სხვა რამეა: გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი, მართლაც ცხოვრების ჭუჭყში გაურეველი და ღირსეული მოღვაწე!

 

*****

„ძაღლი მიაკვდა სულში მიხეილ სააკაშვილსო, თქვა და მერე მოკვდა“, - ეს სიტყვები სააკაშვილის დროინდელ ეკონომიკის მინისტრსა და სხვა ათას „თანამდებობაზე“ გადამხტარ გიორგი არველაძეს ეკუთვნის.

 

თენგიზ არჩვაძეზე თქვა.

 

არ ვიცი, რამდენად მართლა თქვა ეპოქალურმა მსახიობმა „მეფე შადრევან პირველზე“ მსგავსი ფრაზა, მაგრამ ნაციონალთა მორალი გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების დარბევით გამომყრელი არველაძის სტატუსიდანაც ნათლად ჩანს.

 

არადა, თენგიზ არჩვაძეს რომც ეთქვა და რომც არ ეთქვა მსგავსი რამ, რა შეიცვლებოდა ან რა დაშავდებოდა?!

 

ჰა, ახლა და აქვე მეც ვამბობ ხმამაღლა:

 

ძაღლი მიაკვდა სულში ყველა იმ ნაძირალას, ვის გამოც და ვისი დორბლიანი ხუშტურების გამოც ათიათასობით ახალგაზრდა ეწამა იმ ჯოჯოხეთურ ცხრა წელში!

 

ჰო, ძაღლი მიაკვდა სულში ნებისმიერ ხელისუფალს - სამშობლოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტის გასხვისებისთვის!

 

ჰო, ძაღლი მიაკვდა სულში ასობით დაკარგულ სოფელზე მსგავსი ფრაზის ავტორს -  „ქვების გროვა იყო და მეტი არაფერი!“

 

და როგორც ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იტყოდა - „თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი“ ყველა იმ ხელისუფალს, რომლის მთავარსარდალიც, საომარი მდგომარეობის დროს უცხოელ სტუმარს მიატოვებდა, გაიქცეოდა და ცხვირით დაიწყებდა მიწის თხრას!

 

ახლა, ვინმე ამ სამართებელნატაკში და სულშიძაღლმიმკვდარში ოხროხინე სააკაშვილს თუ ამოიცნობს, ვისი ბრალია?!

 

*****

მასწავლებელი ვახსენე და 27 ოქტომბერს მასწავლებელთა დღე აღინიშნა მთავრობისა და პრემიერის ინიციატივით.

 

მოფერების, ხელფასის მომატებისა და დაფასების პარალელურად პრემიებიც დაურიგდათ გამორჩეულ პედაგოგებს და ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, გულწრფელად ინატრა ბევრმა მასწავლებლობა.

 

მილოცვის ღირსნი ნამდვილად არიან ჩვენი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების პედაგოგები.

 

„მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - საოცრად დაახასიათა იოსებ ნონეშვილმა პედაგოგთა ღვაწლი საკუთარ ლექსში და მართლაც ცხოვრებისეულ რეფრენად გასდევს თითოეულ აღმზრდელს დიდი პოეტის სიტყვები.

 

*****

პრაქტიკულად, დაიწყო წინასაარჩევნო წელი და ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ნელ-ნელა გიჟდება.

 

გაგიჟება ჰქვია, რასაც აკეთებენ, თორემ ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცეოდა.

 

„ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე!“ - თქვა და რა მართალი აღმოჩნდა ღარიბაშვილი გახარიას შეფასებისას.

 

დიახ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი გაერთიანებაც დაანონსდა.

 

„თვალთხარია“ და „ჭრიჭინა პღეზიდენტი“ ერთიანდებიან და დესერტად ნაცთა დამცველი ლომჯარიაც უერთდება მათ კოჰორტასო.

 

მეტი არაა ჩემი მტერი, ამ გაერთიანებით საქვეყნო საქმეს წაადგეს რამე.

 

მასე, გირჩისა და ლიაკას დუეტიც წამოკოტრიალდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე სახელდახელოდ გაშლილ დივანზეც, მაგრამ ქვეყანას რა ხეირი?

 

არც არაფერი.

 

*****

ჰო, კინაღამ დამავიწყდა.

 

გირჩისა და ხოშტარიას ტანდემი ახალ პორტალს ხსნის.

 

„მონა.გე“ ჰქვია მათ პორტალს და თუ ვინმე მათგან განსხვავებულად აზროვნებს, ნაცების ანასხლეტთაგან მონის იარლიყი გარანტირებული აქვს.

 

„ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო“, - ამ მართლა მონებზეა ნათქვამი.

 

ნებისმიერი მათი ქმედება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ - ღალატად და გრანტების ფასად მონობად კვალიფიცირდება და როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა - ამ ბოლშევიკ-ექსტრემისტების ქმედებებს საზოგადოება ნათლად შეაფასებს.

 

წელს თუ არა, გაისად ამ დროს ნამდვილად - საარჩევნო ურნებთან.

 

*****

ჰო, საიტის მსგავსი შეუქმნიათ შარვალჩახდილებს და შარვალამოცმულებს-მეთქი...

 

ამის საპირწონედ, ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა ახალი საიტის შექმნაც დააანონსა, რომელსაც, მისივე შეფასებით, ოპოზიციის გარკვეულ წევრთა ნათლად წარმოჩენისთვის „ბოზი. გე“ უნდა დაარქვას. საოცარი მიგნებაა.

 

საოცარი.

 

და საოცარი პირდაპირობა.

 

ხვალ ვინმე, გელასნაირი მახვილი სიტყვის ოსტატი ახალ საიტს შექმნის და „ქაქი.გე“-ს დაარქმევს, ვიღაცა - „კუკუ. გე“-ს და ასე შემდეგ. შესაფერის თიკუნს რა დალევს...

 

არადა, ისევ გავრცელებულ ამბავზე ვფიქრობ - მადამ კუკუ მაზაკვალს უერთიანდებაო...

 

აქეთ ლომჯარიაო... ჰმ...

 

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ბატონებო.

 

ხვალ, გახარიას რჩევით, ზურაბიშვილი სააკაშვილსაც შეიწყალებს და მერე ატყდება, თუ ატყდება...

 

ზურაბიშვილის ნათქვამ ფრაზას გავიხსენებ და გეტყვით: „აგრესიული კანალიზაცია“ და მილების დახეთქვა მერე ნახეთ...

 

ბინძურ ჭუჭყს ვეღარაფერი ჩამორეცხავს და  ეს იქნება ამათი პოლიტიკური „აგრესიული კანალიზაციის“ დასასრულიც...

 

*****

ე.წ. ოპოზიცია ერთ ამბავშია - როგორ ავნოს ქართულ სახელმწიფოს, ამასობაში კი საუკუნის პროექტი განახორციელა საქართველოს მთავრობამ.

 

რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, რომელიც 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს, ხოლო მასზე გადაადგილებისას მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 25 წუთით მცირდება.

 

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული.

 

„რას გვიშვრება ეს მთავრობა?!“

 

*****

ნიკა გვარამია პოლიტიკაში მოდის და აუშვით აფრები.

„დაკა დოლი, გაწი გარმონი...“

 

ამასობაში კი, საქართველოს მთავრობა სკოლების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოხდება 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

 

საერთო ჯამში, პროექტით 230 000 მოსწავლე ისარგებლებს.

 

*****

მიშას სოფო (ჯაფარიძე) ჭორვილიდან იფრინეს.

 

„სასაცილოდ არ გვაქვს საქმე“, - ამავე სოფომ ბრძანა და არც გახსენებია, ნაცების პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ დროს კბილები რომ დააცალეს ხალხს, ვიღას გაეღიმება სიმწრით?!

 

ამასობაში კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრო და, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა.

 

*****

„ეკა კვესიტაძე მონაა და საზოგადოებას ატყუებს“, - თამარა ჩერგოლეიშვილმა თქვა და მერე უტიაშვილის კვესიტაძემაც ურქინა ამ ჩერგოლეიშვილს ტელევიზიის ყუთიდან.

 

თან ურქინა და სისულელეებიც დააბრეხვა.

 

მეო, არც პროდიუსერს ვემორჩილები, არც ტელევიზიის ხელმძღვანელობას და არც საკუთარ ქმარსო...

 

სულ გაუფრენია.

 

მასეთი დაუმორჩილებელი ძალიან ბევრი ჰყავთ ხონში, სხვათაშორის...

 

ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ კარგად მიმართა ლიაკას გირჩს, - „მოდით, ნახეთ და განათავსეთ კვესიტაძე მონა.ჯი-ზე, თუ მაგრები ხართ?!“

 

არადა, ესენი მაგრები ქვეყნის მტრობაში არიან მარტო!

 

*****

ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის!

 

მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს!“ - ბრძანა პრემიერმა.

 

და ამ ყველაფრის ფონზე ია ფარულავას აღიარებითმა ჩვენებამ შოკში ჩააგდო სრულიად სანაცეთი.

 

მიშას ცოლად უნდა მოვეყვანე და როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა, გადამაგდოო - ეს იყო მისი გამოსვლის მოკლე შინაარსი.

 

მიშა კი ამ დროს „ტანს იყენებს“ „ვივამედში“...

 

*****

„თუ „ოცნებამ“ გაიმარჯვა მომავალ არჩევნებში, მეც, მელიასაც და ხაბეიშვილსაც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება“, - განაცხადა ვინმე ანაწითლიძემ და კითხვა გამიჩნდა: 2011 წლის ოქტომბრის თვეში, ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ მოქალაქეობას რომ არ აძლევდა სადისტი სააკაშვილი, ამ კატის კნავილი თუ გაგიგიათ სადმე?

 

და ერთიცაა: სიტყვა „თუ“ ნამდვილად ისევეა ზედმეტი წითლიძის გამოსვლაში, როგორც ჩეფირი ჩაიში...

 

ან როგორ ფიქრობთ, გაფიცებთ? კეზერაშვილის „კარმუშკაზე“ მყოფი ხაბეიშვილია ქვეყნიდან წამსვლელი?

 

*****

საკუთარ „მოთხრობაში“, წლების წინ, თამარ მეფის სახელის შემბილწველმა და „მწერლად“ წოდებულმა ლაშა ბუღაძემ წითელი ხაზები გადაკვეთა.

 

„არც კობახიძის შვილი განსხვავდება მამისგან და არც ბერა მამამისისგანო“, - თქვა და საპირფარეშოში „ჩაიკეტა“.

 

ისე, ამ „უბორნიის მწერლისგან“ რაა გასაკვირი?!

 

სკაბრეზი მაპატიეთ, მაგრამ ისევ ჟურნალისტ ნონო ჯღარკავას მიერ გასტატუსებულ  ფრაზას მოვიშველიებ: „ასპროცენტიანი ხარ, ლაშა. რა @ლეც მამაშენია, ზუსტად მისი პიტალო  ასლი ხარ!“

 

რას ვიზამთ.

 

სიმართლე მწარეა.

 

*****

„ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ, ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ „ჰოპლა“-ს ავტორი, ცნობილი გერმანელი მწერალი, მემარცხენე ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ლიდერი ერნსტ ტოლერი აქტიურად მონაწილეობდა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციაში, და ეს ქართველი ბოლშევიკებიც ნამდვილად არიან 2003 წლის ე.წ. ნოემბრის რევოლუციის პირმშოები, მაინც არაა საკმარისი მსგავსება ტოლერსა და ვაშაძე-ხაბეიშვილს შორის.

 

მათი მაქსიმუმი მინიმალისტურია.

 

ხაბემ უნდა იყვიროს „კეზერა“.

 

ვაშაძემ - „მიშა“.

 

ვიღაცა „ვანო“-საც შემოსძახებს.

 

ვიღაცა შარვალსაც ჩაიხდის.

 

ვიღაც ჭორვილური მარცხის მერე ცხრუკვეთში წავა დროშის ფრიალითა და სიმღერით - „რა დროშა მოგვცა მიშამა“.

 

ვიღაც ისევ დაფეხმძიმდება „ვივამედში“.

 

ნაცები ისევ „ჩაისვრიან“.

 

ისევ ძველებურად გაჟღერდება ერთ-ერთ სპექტაკლში ჩვენი რეალობისთვის შესატყვისი ფრაზა - „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?“

 

P.S.

საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს!

 

ჩვენი მომავალი თაობები ისევე შეიყვარებენ თენგიზ არჩვაძის საოცრად შესრულებულ სიმღერას, ისევ იქნება „ჩვენი სამშობლო ნაბადი და სალამურია“

(https://youtu.be/E7w6NAdwl2A?si=wjOYjm1wT5KIt25t)

და მეც, ტოლერის მსგავსად, ხმამაღლა შევძახებ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner