ღაზის მცხოვრებლები სამხრეთ და შუა ზოლში მდებარე საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრნენ. წაღებულია ფქვილი და სხვა ძირითადი მარაგი, - ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს.
„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამკვირიანი ომისა და ალყის გამო სამოქალაქო წესრიგი რღვევას იწყებს. ხალხი შეშინებულია, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი. დაძაბულობას და შიშს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს საკომუნიკაციო ხაზების შეწყვეტა“, - წერია განცხადებაში.
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული ზუსტი დრო, თუ როდის მოხდა ეს შემთხვევა.