logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი: ისრაელმა წითელი ხაზები გადაკვეთა
- +

29 ოქტომბერი. 2023. 19:46

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელმა ღაზაში „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც შეიძლება „ყველას უბიძგოს მოქმედებისკენ“. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ რაისის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

 

სიონისტების რეჟიმის დანაშაულებმა წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც შეიძლება ყველას უბიძგოს ქმედებებისკენ. ვაშინგტონი გვთხოვს არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ თვითონ ფართო მხარდაჭერას უწევენ ისრაელს“, - წერს რაისი.

 

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა კიდევ რამდენიმე ფრონტი გაიხსნას. ირანი „ჰამასისა“ და ლიბანური „ჰეზბოლას მოკავშირეა. სპეციალისტების თქმით, ირანმა შესაძლოა მის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები სრულად ვერ გააკონტროლოს და ისინი ომს „ჰამასის“ მხარეს შეუერთდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner