ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში, შახტში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„მინდა მივუსამძიმრო ყაზახეთში, კოსტენკოში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაზარალებულ მეშახტეებსა და მათ ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ რთულ დროს ყაზახ ხალხთანაა“, - წერს პრემიერი.