logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამყარდა
- +

29 ოქტომბერი. 2023. 20:26

 

 

საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამყარდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ერთი მხრივ, ეს გამოწვეული მის მიმართ მნიშვნელოვანი ნდობით, როგორც საქართველოს ლიდერის მიმართ და ასევე მისი ინტერესით, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება იყოს მედიატორი და ფუძემდებელი ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში“, - მიიჩნევს ჩიქოვანი.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შეხვდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner