logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ჩერგოს რუსული „კუხნა“, თავის „კუხნაში“ შემოუშვია...
- +

9 სექტემბერი. 2016. 23:11



ჩერგოს რუსული კუხნა", თავის კუხნაში შემოუშვია"- ჟურნლასტი გია გაბრიჭიძე  სოციალურ ქსელში წერს:



მერაბ აბდალაძის სტატუსს, რომელშიც ის ჩერგოლეიშვილს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს (თურმე ის кухня тв, რომელმაც იყიდა ტაბულას გადაცემა, შედის ჰოლდინგში Ред Медиа. ეს ჰოლდინგი კი, როგორც ვიკიპედიიდან ირკვევა, არის დაარსებული "გაზპრომის" მიერ!!!), ჩვენი მოუღლელი, ჯურნალისტ-ბიზნეს-მებრძოლი ლედი გამოეხმაურა და მრისხანე ფრაზა სტყორცნა:

 

"მერაბ - ტურიზმი ექსპორტია, გამარკვიე რატომ არ აპროტესტებ რუსეთთან უვიზო მიმოსვლას. რა ორმაგი სტანდარტია!" და მერე თავისებურად შეუბერა -

 

"1) მიშა სააკაშვილის მიერ უვიზო რეჟიმის გამოცხადებას რუსეთთან 2010 წელს.

 

2) ყველა ბიზნეს ტრანზაქციას, რომელიც მიშა სააკაშვილის დროს რუსეთთან შედგა.

3) "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამას, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთს ბაზარი უნდა ჩავუკეტოთ - პირიქით, ლიბერალიზაციაზეა მთელი პროგრამა აწყობილი".

 

მინდა დავსვა ორი საკმაოდ მარტივი შეკითხვა: 1.ითვალისწინებს, თუ არა ტურიზმი, ბიზნეს ტრანზაქციები, რუსეთისთვის ბაზრის ლიბერალიზაცია რეკლამას და არის თუ არა რეკლამა გარკვეული ფორმით პროპაგანდა?

 

(ახლა არ დამიწყოთ, ჩვენ მხოლოდ იქეთ რეკლამის და პროპაგანდის მომხრეები ვართო. ეგეთი რაღაც არ არსებობს)

 

2. ვინ არის რუსული პროპაგანდის გაძლიერების აქტიური მხარდამჭერი?."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner