logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: ისრაელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ განასხვაოს „ჰამასის“ტერორისტები მშვიდობიანი მოსახლეობისგან
- +

29 ოქტომბერი. 2023. 21:48

 

 

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა.

 

„ისრაელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ განასხვაოს „ჰამასის“ტერორისტები, რომლებიც ლეგიტიმური სამიზნე არიან, მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელიც არ არის“, - განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, „ჰამასი“ ამერიკელებს და სხვა უცხოელებს ღაზის სექტორიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სალივანის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება.

 

მოგვიანებით, ABC-ს ეთერში სალივანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რის გამოც ტერორისტების უდანაშაულო მოსახლეობისგან განსხვავების წნეხი ისრაელს აწვება.

 

„თუმცა ეს არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით აკისრიათ - ყველაფერი გააკეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - განაცხადა სალივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner