logo_geo
eng_logo
მადრიდში ათასობით პროპალესტინელი მომიტინგე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
- +

29 ოქტომბერი. 2023. 22:19

 

 

ათასობით პროპალესტინელი მომიტინგე მადრიდის ქუჩებში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

 

„თავისუფლება პალესტინას“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

 

პალესტინის მხარდასაჭერად მადრიდის ქუჩებში 35 000 ადამიანი გამოვიდა.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner