პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს ჩრდილოეთ ღაზაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, რამაც ზიანი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას.
„ისრაელის არმია განზრახ აგრძელებს რაკეტების გაშვებას უშუალოდ საავადმყოფოს მახლობლად, რათა აიძულოს სამედიცინო პერსონალი, იძულებით გადაადგილებული პირები და პაციენტები, დატოვონ საავადმყოფო“, – ნათქვამია სამედიცინო ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სარაკეტო თავდასხმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებას.
ამასთან, როგორც მედია წერს, ისრაელმა მოუწოდა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთისკენ გადასვლისკენ და დაადანაშაულა „ჰამასი“ ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოების საოპერაციო ბაზებად გამოყენებასა და ადამიანების ფარად გამოყენებაში.