logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც დროშის აფრიალების დრო და შესაძლებლობა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა წითელ ხიდთან იდგა, მიატოვა ჯარი და მე ვიყავი შესული ჯარისკაცების გამოსაყვანად შინდისში
- +

29 ოქტომბერი. 2023. 23:59

 

 

როდესაც დროშის აფრიალების დრო და შესაძლებლობა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა წითელ ხიდთან იდგა, მიატოვა ჯარი და დაჭრილი ჯარისკაცები ჩვენ გამოვიყვანეთ. მე თავად ვიყავი შესული 2008 წლის აგვისტოში ჯარისკაცების გამოსაყვანად შინდისში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„პერევიდან თუ გახსოვთ 2008 წელს რუსი სამხედროების გასვლა. მაშინ პატრიარქის უშუალო ჩართულობით რუსმა სამხედრო ნაწილმა დატოვა პერევი. მერე მოხდა პროვოკაციული განცხადებები მაშინდელი ხელმძღვანელების, პოლიტიკოსების მხრიდან და მეორე დღეს შემოვიდა ისევ ჯარი, დაიკავეს პერევი და დღესაც ოკუპირებულია. მოგვიანებით, მეუფე ანდრიამ მოახერხა, რომ სოფელ კირბალში, აძვში და ქერეში, ოკუპაციის ზონაში შესაძლებელი ყოფილიყო შესვლა და მსახურება. იქაც მოხდა რაღაც პროვოკაცია და დაგვიკეტეს შესასვლელი. როდესაც დროშის აფრიალების დრო და შესაძლებლობა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა წითელ ხიდთან იდგა, მიატოვა ჯარი და დაჭრილი ჯარისკაცები ჩვენ გამოვიყვანეთ. მე თავად ვიყავი შესული 2008 წლის აგვისტოში ჯარისკაცების გამოსაყვანად შინდისში და უნდა ჰქონდეს ადამიანს სინდისი, რომ მისი მიტოვებული ჯარისკაცები მე რომ გამომყავს, არ მეძახოს კოლაბორაციონისტი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner