ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - მის ანგარიშზე 5 ეფექტური სეივია.
11 ტურის შემდეგ „ვალენსია“ სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.