logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება
- +

30 ოქტომბერი. 2023. 00:51

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების რაოდენობა 239-ს შეადგენს.

 

დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ამ დრომდე აცნობეს 239 ოჯახს, რომ მათი ახლობლები ღაზას სექტორში იმყოფებიან.

 

მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები ახალ ინფორმაციას იძიებენ.

 

„მძევლებს შორის არიან უცხოელი მუშები, დრო გვჭირდება ყველას ოჯახთან მისასვლელად. ამ რიცხვში არ შედის ოთხი გათავისუფლებული მძევალი“, - დასძინა ჰაგარიმ.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განმარტებით, 40-ს შეადგენს იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია და დაკარგულად ითვლებიან.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner