Disney-მ „ფიფქიას„ ეკრანიზაციიდან პირველი კადრი გამოაქვეყნა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდში გამართული გაფიცვების გამო, ფილმის პრემიერა 2025 წლის მარტზე გადაიტანეს. „ფიფქიას“ რეჟისორი მარკ უებია, მთავარ როლს სურათში კი რეიჩელ ზეგლერი ასრულებს, რომლის განცხადებებმაც მის პერსონაჟთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გამოიწვია.
კერძოდ, სხვადასხვა ინტერვიუში ზეგლერი ამტკიცებდა, რომ 1937 წლის მულტფილმი „ფიფქია და 7 ჯუჯა“ მოძველებულია. ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ მსახიობმა Disney-ს კლასიკური სურათისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა.