logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური: ჩვენ ორიენტირებული ვართ გამარჯვებაზე, „ჰამასის“ განადგურებაზე
- +

30 ოქტომბერი. 2023. 01:35

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ ღაზას საზღვარზე მყოფ ჯარებს განუცხადა, რომ „ჰამასის“ განადგურებაზე არიან ორიენტირებული.

 

„ჩვენ ომში ვართ, ეს გესმით პირველივე დღიდან. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძლიერად ვურტყამთ მტერს ღაზას სექტორში“, - განაცხადა ჰალევიმ.

 

მისი თქმით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ახლა მხოლოდ ერთ რამეზეა ორიენტირებული.

 

„ჩვენ ორიენტირებული ვართ გამარჯვებაზე. „ჰამასის“ განადგურებაზე და რაც შეიძლება მეტი მტრის მეთაურის, მებრძოლის ლიკვიდაციაზე, ასევე, მათი ინფრასტრუქტურის განადგურებაზე“, - დასძენს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner