logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი: იმედი გვაქვს, პოზიტიურ პასუხს მივიღებთ როგორც 8 ნოემბრის დასკვნაში, ასევე დეკემბერში
- +

30 ოქტომბერი. 2023. 10:07

 

 

საქართველო ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინში - როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს - ევროკომისია დოკუმენტს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს. მანამდე კი, ბრიუსელში  ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ასოცირებულმა ტრიომ მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. მზაობას გამოხატავენ, დაეხმარონ ქვეყნებს რეფორმების განხორციელების პროცესში. მმართველ გუნდში პოზიტიური მოლოდინები აქვთ და დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ, ხელისუფლების ოპონენტები კი, რომელთაც ევროპული დავალებების შესრულების პროცესში პრაქტიკულად არაფერი უკეთებიათ,  თვლიან, რომ ქვეყანას არ აქვს ძლიერი პოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

 

„იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება და პოზიტიურ პასუხს მივიღებთ როგორც 8 ნოემბრის დასკვნაში, ასევე უკვე დეკემბერს ერთობლივი გადაწყვეტილებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა, ევროსტატუსის მოლოდინზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„კიდევ ერთი, ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ ევროპისაგან - რეზოლუცია, სადაც საქართველო ერთ განზომილებაშია მოქცეული უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ის შეცდომა, რაც შარშან მოხდა, წელს არ განმეორდა. 

 

რჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის დეპოლარიზების ნაწილი და ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პოზიტიური გზავნილების ფონზე, ძალიან არასწორ მესიჯებს აჟღერებენ“, - განაცხადა ლაშხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner